საქართველოს დელეგაციამ რუმინეთში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს დელეგაციამ რუმინეთში საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სადაც 11 ქვეყნის 70-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იმყოფებოდა. სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დამსწრე საზოგადოებას შავი ზღვის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ხედვა და პრიორიტეტები წარუდგინა. ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პორტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.