„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტრების მიერ დაგეგმილი ყველანაირი ალტერნატიული „ღონისძიება“, რომელსაც გეგმავენ რუსთაველის გამზირზე, ცალსახად არის პროვოკაცია და აუცილებელია მათი აღკვეთა. მოძრაობა მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს, უზრუნველყონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ მშვიდობიან გარემოში აღნიშნოს დამოუკიდებლობის დღე.
