„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასი მოიგო
ისტორიაში მე-16-ედ და ზედიზედ მეორედ „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასი მოიგო. ფინალში პარიზელებმა „რეიმსი“ 3-0 დაამარცხეს. შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. ქართველმა მატჩისწინა გახურებაზე თავის ტკივილი იგრძნო, რის გამოც მისი ადგილი დუემ დაიკავა. კვარას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. პარიზის გუნდის გამარჯვებით გიორგი მიქაუტაძის ლიონი ევროპა ლიგაზე გავიდა. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომელიც კვარაცხელიასა და მის თანაგუნდელებს, ინტერის წინააღმდეგ ელოდებათ.
