პაკისტანში სტიქიის შედეგებს ითვლიან
პაკისტანში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, პენჯაბის პროვინციაში ქვიშის ქარიშხალს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. ქარიშხალმა ხეები წააქცია, რის შედეგადაც მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემა.
