ამერიკის მთავრობამ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყო
ამერიკის მთავრობამ სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება დაიწყო. ამის შესახებ „ასოშიეიტიდ პრესი“ წერს. სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 თვით გააუქმა კონგრესის მიერ 2019 წელს დამასკოსთვის დაწესებული მკაცრი სანქციები. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეჩერდა სანქციების აღსრულება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც საქმიან ურთიერთობას ეწევა სირიელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სირიის ცენტრალურ ბანკთან.
