უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი იყო ჩართული
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი იყო ჩართული. რუსულმა ძალებმა დასახლებულ რაიონებზე საჰაერო დარტყმები მიიტანეს. კიევის ოლქში სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა და 16 დაშავდა. 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა ხმელნიცკის ოლქში. ჟიტომირში კი რუსეთის მასირებული იერიშის შედეგად 3 ბავშვია დაღუპული. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ოდესის, სუმის, დნეპრისა და ხარკოვის დასახლებულ რაიონებზეც. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
