ალექსანდრე წულაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გახსნეს, სადაც მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამების განხორციელებასა და თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს სტუდენტების დასაქმების პერსპექტივები. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა და განაცხადა, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სამინისტროსთან პარტნიორობას.
