პარიზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრს შეხვდა
პარიზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრს შეხვდა. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორის მიმართულებით მეტად ინტენსიური გახდა. ხაზი გაესვა, საქართველოსა და პორტუგალიას შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. საუბარი შეეხო, ღვინის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. პორტუგალიელ კოლეგასთან შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.
