დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სან ფრანცისკოს ისტორიული მერიის შენობაში
დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა სან ფრანცისკოს ისტორიული მერიის შენობაში. მერიის შენობაზე ტრადიციულად საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართა და წითელ და თეთრ ფერებში განათდა. საქართველოს გენერალურ კონსულს სან ფრანცისკოს მერმა პროკლამაცია გადასცა, რომლის მიხედვითაც 26 მაისი ქართულ-ამერიკული მეგობრობის და მემკვიდრეობის დღედ გამოცხადდა.
