მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გრძელდება
მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გრძელდება. ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ-იორკის შტატში. ფილადელფიაში კი საქართველოს დროშა აღმართეს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ და ნიუ იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა. ღონისძიებაზე შესრულდა ქართული ცეკვები.
