კრივის გრანდიოზული შოუ
თბილისი არენამ კრივის გრანდიოზულ შოუს უმასპინძლა. საღამო მუსიკალური ნაწილით გაიხსნა, რინგზე კი ქართველმა სპორტსმენებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. დღის კულმინაცია ლეგენდარული მოკრივის სცენაზე გამოჩენა იყო, მან თავისი ჰიტი შეასრულა, ჩემპიონის ქამარიც საქართველოში დარჩა, რომელიც ახალ მფლობელს თავად როი ჯონსმა გადასცა. ირაკლი მელიქიშვილმა ათ რაუნდიან დაპირისპირებაში ირანელი მეტოქე დაამარცხა, კრივის სამყარო კი კიდევ არაერთი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება
