ომის პოლიტიკა
მაშინ, როცა მსოფლიო რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის დამყარებისთვის მოლაპარაკებებისა და მისი შედეგების მოლოდინშია - რუსეთი კიევსა და უკრაინის სხვა ოლქებს ბომბავს. ერთადერთი პირობა, რაც ამ დროისთვის რუსეთმა შეასრულა, უკრაინისთვის ტყვეების დაბრუნებაა. მოსკოვმა და კიევმა „ათასი-ათასზე“ შეთანხმების ფარგლებში 700-მდე ტყვე გაცვალეს
