საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილები უკვე იგზავნება საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების სახელზე. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთი პირველი მილოცვა მეზობელი თურქეთიდან მიიღო. რეჯეფ თაიფ ერდოღანი მილოცვასთან ერთად ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მის გაღრმავებაზე აკეთებს აქცენტს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი - საქართველოს პრემიერთან მომავალი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედს გამოთქვამენ. საქართველოს პრეზიდენტს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებენ ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები
