ამოღებული საბრძოლო მასალა
სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი საშუალება და საბრძოლო მასალა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ყველაფერი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო. შესაბამისი ოპერაცია სუსმა კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ჩაატარა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი ჩხრეკა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. უწყების ცნობითვე, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს, რომლის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა აუცილებელი ოპერატიული სამძებრო ღონისძიება
