საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია
საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია. მზიურის კორტებზე გამართულ „ATP Challenger Tour“-ის ტურნირის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელ ფედერიკო ჩინას ორ სეტში, 7-6, 6-4 აჯობა. შეხვედრა საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. საბა ამ გამარჯვებით მსოფლიო რეიტინგშიც დაწინაურდება, მისი მომდევნო ტურნირი კი მოლდოვაში გასამართი ჩელენჯერია, რომელზეც რამდენიმე დღეში გაემგზავრება
