კიევში რუსული არმიის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
კიევში რუსული არმიის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. საოკუპაციო ძალამ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ათობით დრონი გამთენიისას გაუშვა. საჰაერო იერიშების სამიზნეში კიევთან ერთად: დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხარკოვის, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებიც მოექცა. ოდესაში თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური კიევი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს
