პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთი დიპლომატისგან დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს
პარლამენტის თავმჯდომარე ზოგიერთი დიპლომატისგან დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს. შალვა პაპუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე რამდენიმე ელჩის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება. პირველი კანონმდებელი წერს, რომ მოსმენილი განცხადებები იმ ცილისმწამებლურ კამპანიებს გვახსენებს, რომლითაც უკვე წლებია, ქართულ საზოგადოებას მშვიდ განვითარებას არ აცდიან. „ვხედავთ მცდელობას, რომ ბევრჯერ ნანახი კინო კიდევ ერთხელ გვაჩვენონ“ - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე
