ლა ლიგის 38-ე ტურში „ვალენსია“ სევილიაში „ბეტისს“ შეხვდა
ლა ლიგის 38-ე ტურში „ვალენსია“ სევილიაში „ბეტისს“ შეხვდა. გიორგი მამარდაშვილმა კი ესპანური გუნდის რიგებში ბოლო მატჩი ჩაატარა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ქართველმა მეკარემ 3 დარტყმა მოიგერია. მამარდაშვილმა 2024-2025 წლების სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა, ხოლო მთლიანობაში 2021 წლიდან „ვალენსიას“ კარი 134 შეხვედრაში დაიცვა. ზაფხულიდან გიორგი უკვე „ლივერპულის“ კარს დაიცავს
