შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ deep state-თან ბრძოლის საბაბით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ deep state-თან ბრძოლის საბაბით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება დაიწყეს. ცნობას „აქსიოსი“ ავრცელებს. როგორც გამოცემას წყარო უყვება, თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ძალიან ბიუროკრატიული ორგანოა, რომლის ბევრი ჩინოვნიკი მოქმედი პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს. ტრამპის ადმინისტრაცია საბჭოში დასაქმებული პერსონალის განახევრებას გეგმავს. დღის მონაცემებით საბჭოში 350 ადამიანი მუშაობს. შემცირების შემდეგ მათ მთავრობაში სხვა თანამდებობებზე გადაიყვანენ. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ თეთრმა სახლმა საბჭოს ასზე მეტი თანამშრომელი ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა
