დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდდა. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ალფა-პვპ" და „კლეფედრონი“ ამოიღეს. ნივთმტკიცებად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს