საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით, სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი ჩატარდა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით, სპორტსმენთა ფორუმი და საინფორმაციო სემინარი ჩატარდა. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრი სპორტსმენები სპორტის სხვადასხვა სახეობიდან ესწრებოდნენ. სპორტსმენთა ფორუმზე თანამედროვე საზოგადოებაში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის როლზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საგანმანათლებლო სემინარის მნიშვნელობას. დასასრულს კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
