ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ შედგა
ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ შედგა. ტურნირის მთავარ, 10 რაუნდიან ბრძოლაში ირაკლი მელიქიშვილმა ირანელ მაჰდი საბაზს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა და საჩემპიონო ქმარი საქართველოში დატოვა. ღონისძიებას მსოფლიო კრივის ლეგენდა, როი ჯონსი ესწრებოდა, მან საღამოს მთავარი ბრძოლები თავისი ცნობილი სიმღერით გახსნა და მონაწილეობა დაჯილდოების ცერემონიალშიც მიიღო. სარეიტინგო ბრძოლებში ლაშა კერესელიძემ, გივი თოდუამ, გიორგი გიგნიაშვილმა და თეო ფიროსმანაშვილმა გაიმარჯვეს. ჯონი ჭკადუა კი ბრძოლას ტრავმის გამო გამოეთიშა
