12 ადამიანი დაშავდა ჰამბურგში მომხდარი თავდასხმისას
12 ადამიანი დაშავდა ჰამბურგში მომხდარი თავდასხმისას. დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე დაესხა თავს. მომხდარის გამო სადგურში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად შეწყდა. პოლიციამ კი თავდასხმასთან დაკავშირებით ქალი დააკავა. როგორც გერმანული მედია იუწყება, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია, კიდევ სამ ადამიანს სერიოზული დაზიანებები აქვს, ექვსი ადამიანი კი მსუბუქად დაშავდა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. გერმანიის პოლიცია ეჭვობს, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული აქვს
