დონალდ ტრამპმა ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებისა და გაფართოების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს, მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა ბირთვული ენერგიის წარმოების რეგულაციების შემსუბუქებისა და გაფართოების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებებს, მოაწერა ხელი. განკარგულება მიზნად ისახავს ენერგეტიკის დეპარტამენტში ბირთვული ენერგეტიკის კვლევის რეფორმირებას, რათა დეპარტამენტს მიეცეს ატომური რეაქტორების აშენების შესაძლებლობა, ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, განაახლოს ბირთვული მარეგულირებელი კომისია და გააფართოოს ურანის მოპოვება და გამდიდრება შეერთებულ შტატებში. ერთ-ერთი აღმასრულებელი ბრძანება მოიცავს დებულებას, რომელიც ავალდებულებს ბირთვულ მარეგულირებელ კომისიას, მიიღოს გადაწყვეტილება ბირთვული რეაქტორების ახალი ლიცენზიების შესახებ 18 თვის განმავლობაში
