აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ღონისძიება გაიმართა
აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ღონისძიება გაიმართა. მოეწყო აფხაზეთიდან დროებით დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა, ჩატარდა კალიგრაფიის მასტერკლასი. ასევე შედგა, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების გალა-კონცერტი. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით გაიმართა