საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ქართველმა დეპუტატებმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2025 წლის საგაზაფხულო სესიის გახსნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. დღის განმავლობაში არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი. მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული მხარე მთავარი გზავნილების გასახმიანებლად იყენებს, იმისთვის რომ ყველას ჰქონდეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური, ობიექტური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია
