ოპოზიციის კონსულტაცია საელჩოებში
მმართველი გუნდი საეჭვოდ განიხილავს ევროკავშირის და ამერიკის საელჩოებში შეხვედრებს. ერთ შემთხვევაში, სტუმარი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. შტატების წარმომადგენლობამ კი, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. რა სტატუსით და მიზნით- უცნობია. საელჩოსგან პასუხს ველით. სხვას არავის განუმარტავს საუბრის შინაარსი, თინა ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ პაველ ჰერჩინსკისთან დისკუსია შიდა პოლიტიკას მიეძღვნა. რა როლს ასრულებენ უცხოელი დიპლომატები ოპოზიციის რადიკალურ გეგმაში- მმართველი გუნდი განმარტებას ელის.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები