სასტუმროში "თბილისი ბილტმორში{" საერთაშორისო საჯარო დებატი იმართება
ღონისძიება პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში იმართება, ეს პროექტი "გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" მიერ არის მხარდაჭერილი. უცხოელ სტუმრებთან ერთად საჯარო დებატში მონაწილეობენ ის მოსწავლეები, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში აქტიურად ეუფლებოდნენ დებატების ტექნიკას დებატების სკოლასა თუ კლუბებში. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა და ოპონენტის პატივისცემა
