ქალები დამოუკიდებლობისთვის, წარსულიდან მომავლამდე
"ქალები დამოუკიდებლობისთვის, წარსულიდან მომავლამდე" - ამ სახელწოდებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ,ღონისძიება იმართება პარლამენტში,რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცესპიკერმა გახსნეს. ღონისძიების მონაწილეები მოისმენენ ისტორიულ ექსკურსს, რა როლი ჰქონდათ ქალებს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობაში . ქალთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელს კი მადლობის სიგელი გადაეცემა