ქართული ოპოზიციის უცხოელი მოკავშირეები ჯაფარიძის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ
ალდეს პოლიტიკური ჯგუფი, გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი დახურული ფორმატით ჩატარდა, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კი სხდომას ვერ დაესწრნენ. მმართველი გუნდი ალდეს პოლიტიკურ ჯგუფს სიცრუეში ადანაშაულებს და ამის დასამტკიცებლად კონკრეტული არგუმენტები მოჰყავს. კადრებში ჩანს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, საელჩოს წარმომადგენლები კი სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.
