ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში უცხოური გავლენის შესახებ კანონებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს
ალან ბერსეს თქმით, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იმავე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული ობიექტური შეფასებები , პარტნიორებთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს. ობიექტური შეფასების გამო ალენ ბერსე ქართული ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა
