თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალებმა რეპეტიცია გაიარეს
რეპეტიციას თავდაცვის მინისტრი დაესწრო. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს წვევამდელები ფიცს დადებენ და ქართულ ჯარს შეუერთდებიან. ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ისტორიულ ადგილას გაიმართება. 26 მაისის აღსანიშნავად ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით არის დაგეგმილი. თბილისში გასართობი და შემეცნებითი პავილიონები ორბელიანების მოედანზე მოეწყობა