ბათუმში ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ქვიშის ჭიდაობის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს ეკიპირება გადასცეს
ბათუმში ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ქვიშის ჭიდაობის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებს ეკიპირება გადასცეს. 15, 17 და 20-წლამდე გუნდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 28-29 მაისს ხორვატია უმასპინძლებს. 31 მაისსა და 1 ივნისს მსოფლიო სერიების მეორე ეტაპი შედგება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები იასპარეზებს.
