რუსეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვას ეწინააღმდეგება
რუსეთი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვას ეწინააღმდეგება. გამოცემა ბლუმბერგის ცნობით, მართალია რომის პაპის ეს ინიციატივა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოიწონა, თუმცა ვლადიმერ პუტინი ამ იდეას არ ემხრობა. გამოცემა რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასთან მოლაპარაკების მიზნით არც ვატიკანში და არც სხვა ქალაქში გეგმავს ამ ეტაპზე გამგზავრებას. ბლუმბერგის ინფორმაციით, კრემლი მხოლოდ ისეთი ტექნიკური დონის მოლაპარაკებებზეა ორიენტირებული, როგორიც მხარეთა შორის გასულ კვირას სტამბოლში დაიწყო.
