უნგრეთის პრემიერ მინისტრი უკრაინას ჯაშუშობაში ადანაშაულებს
უნგრეთის პრემიერ მინისტრი უკრაინას ჯაშუშობაში ადანაშაულებს. ვიქტორ ორბანმა უნგრულ რადიოსთან განაცხადა, რომ კიევი უნგრეთში ოპოზიციის გამოყენებას ცდილობს იმისთვის, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრელების პოზიცია შეცვალოს. ორბანის მთავრობა ევროკავშირში უკრაინის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევს. ორბანის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება სწორედ უცხოური ძალების, მათ შორის კიევის მხრიდან, ბუდაპეშტის შიდა პოლიტიკაზე გავლენის აღმოფხვრას ემსახურება.
