თბილისის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
თბილისის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
