საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა ზაგრების უნივერსიტეტში
საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა ზაგრების უნივერსიტეტში, წარმოდგენილია ქართული კულტურის, ისტორიის და არქიტექტურის ამსახველი ფოტოები. ბიბლიოთეკას ხორვატიულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა. ზაგრების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წელს ქართული ლიტერატურის კუთხეც გაიხსნება.
