ალდეს პოლიტიკური ჯგუფი, გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს
ალდეს პოლიტიკური ჯგუფი, გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გმობს. ქართული ოპოზიციის უცხოელი მოკავშირეები ჯაფარიძის გათავისუფლებას და ბრალის მოხსნას ითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო პროცესი დახურული ფორმატით ჩატარდა, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები კი სხდომას ვერ დაესწრნენ. თუმცა კადრებში ჩანს, რომ სასამართლო პროცესი საჯაროა, საელჩოს წარმომადგენლები, სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.
