თბილისში მსოფლიო კრივის ლეგენდა როი ჯონსი იმყოფება
თბილისში მსოფლიო კრივის ლეგენდა როი ჯონსი იმყოფება. ის დღეს პროფესიონალურ კრივში მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლებს დაესწრება, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. ქართველი მოკრივეები ლაშა კერესელიძე, ჯონი ჭკადუა, გივი თოდუა, გიორგი გიგნიაშვილი და თეო ფიროსმანაშვილი უცხოელ მეტოქეებს შეხვდებიან. მთავარ ბრძოლაში კი მსოფლიოს საჩემპიონო ქამრისთვის ირაკლი მელიქიშვილი იჩხუბებს. ღონისძიება დღეს 19:00 საათზე დაიწყება. საღამოს როი ჯონსი გახსნის.
