ბაქოში მიმდინარე მინი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო
ბაქოში მიმდინარე მინი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა პირველ ტურში არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდი 2-ით ნული დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისს არგენტინელებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
