"სტუდფესტი 2025" გრძელდება
"სტუდფესტი 2025" გრძელდება. ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში ამჯერად ჭადრაკისა და სპრინტის ტურნირები გაიმართა, სადაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები მონაწილეობდნენ. ფესტივალი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, დაგეგმილია ტურნირების ჩატარება სპორტის 29 სახეობაში.
