პრეზიდენტმა გადაცემა "იმედი ლაივში" ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა
პრეზიდენტმა გადაცემა "იმედი ლაივში" ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ არის გულწრფელი. პრეზიდენტმა პროცესის გაჯანსაღებაზე გააკეთა აქცენტი. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი და სპეკულაციები ქართველი საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია.
