ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ საქართველოს დიპლომატიური მისიები
ეროვნულ დღესასწაულს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ საქართველოს დიპლომატიური მისიები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ჟენევაში, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის შენობაში. მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინა ანსამბლმა რუსთავმა, ქართულმა სიმებიანმა კვარტეტმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა. საქართველოს შესახებ გამოფენა გაიხსნა ზაგრების უნივერსიტეტში, ბიბლიოთეკას ხორვატულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ გადაეცა.
