ვინ მართავდა ამერიკას
ბაიდენის კოგნიტური პრობლემები ამერიკის თანამედროვე ისტორიის ყველაზე დიდ სკანდალად შეფასდა - ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტების გამოძიების შედეგად ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია მისი ჯანმრთელობის გაუარესებას მალავდა. სიტუაცია კი იმაზე მძიმე იყო, ვიდრე ამას ამერიკული საზოგადოება ეჭვობდა. CNN-ის ტელეწამყვანის ჯეიკ ტეპერის წიგნში ბაიდენის უახლოესი გარემოცვის წევრები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენი, საპრეზიდენტო ვადის ბოლო 2 წლის განმავლობაში, საკუთარ მრჩევლებსაც ვერ ცნობდა. ამერიკელი ჟურნალისტები აღიარებენ თავიანთ დანაშაულსაც, რომ თეთრი სახლის ყოფილი ლიდერის კოგნიტური პრობლემები სათანადოდ არ გააშუქეს
