#ნარკოტიკიკლავს
სახელმწიფო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ ლატვიის ორი მოქალაქე დააკავა. გამოძიება მათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობას ედავება. ბრალდებულებს პატიმრობა უკვე შეეფარდათ. პარალელურად, სახელმწიფო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს და სოციალურ ქსელში შესაბამის კამპანიას მართავს
