ევროპარლამენტის 26 დეპუტატი ბრიუსელს მოუწოდებს უნგრეთს დაფინანსება შეუჩეროს
ევროპარლამენტის 26 დეპუტატი ბრიუსელს მოუწოდებს უნგრეთს დაფინანსება შეუჩეროს. ერთობლივ წერილს ევროპარლამენტის რამდენიმე პოლიტიკური ფრაქციის წევრებმა მოაწერეს ხელი. 26 ევროპარლამენტარი უნგრეთს თავისუფლების შეზღუდვასა და დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, ასევე ევროკავშირის წესებისა და ღირებულებების დარღვევაში სდებენ ბრალს. ბუდაპეშტის სამიზნეში ამოღების ერთ-ერთი მიზეზი უნგრეთის მიერ ლგბტქ აღლუმების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონია
