რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაზე ჯორჯე სიმიონის სარჩელი არ დააკმაყოფილა
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებაზე ჯორჯე სიმიონის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სიმიონმა ამას სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობა უწოდა. რუმინეთში 18 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე გასულმა ჯორჯე სიმიონმა, რომელიც წინასაარჩევნო გამოკითხვების ლიდერი იყო, არჩევნებში ჩარევაში საფრანგეთი და მოლდოვა დაადანაშაულა, რის საფუძველზეც შედეგების გაუქმება მოითხოვა