ფინეთი საკუთარ საზღვართან რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ელოდება
ფინეთი საკუთარ საზღვართან რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ელოდება. ფინეთის თავდაცვის ძალების სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვის მანევრებს ყურადღებით აკვირდებიან და ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადებიან. „გარდიანის“ ცნობით, რუსეთმა ნატოს საზღვრებთან სამხედრო ბაზები უკვე გააძლიერა. ფინეთში შიშობენ, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, მოსკოვი საზღვართან ჯარების რაოდენობას გაზრდის. ოფიციალური ჰელსინკის ცნობით, აღმოსავლეთ საზღვარზე 200 კილომეტრიან ღობეს აშენებენ, რომლის 35 კილომეტრი უკვე დასრულებულია