საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სვანეთში სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ შესული ინფორმაციის საფუძველზე, სვანეთში, უშბის მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა ოთხი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი სიმაღლიდან გადავარდა. უმოკლეს დროში თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად. მეხანძრე-მაშველების მიერ 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, 3 ადამიანი უვნებლად აიყვანეს ვერტმფრენში და გარდაცვლილის ცხედარიც იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი გადასვენებულია მესტიაში
