ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში თანამედროვე წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოჩხამურში თანამედროვე წყლის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული განახლება მოიცავს, როგორც რეზერვუარების, ასევე, გამანაწილებელი ქსელებისა და ჭაბურღილების მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქობულეთში წყლისა და წყალარინების სისტემით 1 571 აბონენტი ისარგებლებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. პროექტი ითვალისწინებს აჭარის 39 სოფლისა და დაბისთვის უწყვეტ წყალმომარაგებას, რაც 30 000-ზე მეტ მოსახლეს მოიცავს
